English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ავთანდილ სილაგაძეალექსანდრე თვალჭრელიძე
COVID-19 კორონავირუსის პანდემიის გავლენა ნედლი ნავთობის ფასზე წინასწარი სტატისტიკური ანალიზი

უკანასკნელი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკის აღმავალი ზრდა მოულოდნელად შეცვალა ბოლო თვეებში განვითარებულმა პანდემიურმა მოვლენებმა. დროის მცირე მონაკვეთში ეკონომიკა პრაქტიკულად გაიყინა, კრიტიკულ დონემდე დაეცა ცალკეული დარგები, ბიუჯეტის შემოსავლები, უცხოური და სამამულო ინვესტიციები, დასაქმების მაჩვენებლები, ფულადი გზავნილები და სხვ. ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა გვაგონებს „დიდი დეპრესიის“ პერიოდს, როდესაც ლიბერალურმა ეკონომიკურმა დოქტრინებმა კრახი განიცადეს და საჭირო გახდა სახელმწიფოს აქტიური ჩარევა. პანდემიის დამარცხების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკები და, სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთდება ეროვნული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაზე. ამ ნაშრომში წარმოდგენილია მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნედლი ნავთობის ფასების დინამიკა. არსებობს მრავალი პუბლიცისტური სტატია, სადაც ნავთობზე ფასების სწრაფი კლება ახსნილია პანდემიის პირობებში ამ ნედლეულზე მოთხოვნის კატასტროფული ვარდნით. ერთადერთი ხელმისაწვდომი სამეცნიერი პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილია პანდემიის დასაწყისში ნედლი ნავთობის ფასის ეკონომეტრიკული მოდელი, ასკვნის, რომ პანდემიის გავლენა ნავთობის ფასზე უმნიშვნელოა. ჩვენ არც ერთ ამ დასკვნას არ ვეთანხმებით. ადრე გამოქვეყნებული მოდელისგან განსხვავებით, ჩვენ შევისწავლეთ ურთიერთადამოკიდებულება მსოფლიოში ყოველ კვირას კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობასა და საშუალოდ აწონილ ნავთობის ფასს შორის და შევქმენით შესაბამისი წინასწარი სტატისტიკური მოდელი, რომელიც კვადრატული რეგრესიის განტოლებით აღიწერა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ: 1) ნედლი ნავთობის ფასის დრამატული კლება 2020 წლის იანვარ-აპრილში არ არის განპირობებული ნავთობზე შემცირებული მოთხოვნით; 2) კორონავირუსით ინფიცირების სიხშირე ინვესტორთათვის წარმოადგენს ხელშესახებ მაჩვენებელს ფიუჩერსული ბაზრის მდგრადობის შეფასებისთვის და შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის შესამუშავებლად; 3) კვადრატული რეგრესიის ფუნქცია პარაბოლური ფორმისაა, რაც ცხადყოფს, რომ ნავთობის ფასი რეგულირდება პანდემიის ტენდენციებით და არა რეალური ეპიდემიოლოგიური სიტუაციით; 4) ამ დასკვნების მართებულობა მტკიცდება ნავთობის ფასის მოდელური მრუდით, რომელიც მისაღები სიზუსტით ემპირიულ მონაცემებს შეესაბამება; 5) შემცირდება რა ყოველ კვირას ინფეცირებულთა ოდენობა, ნაფთობზე ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი გაიზრდება ნედლეულზე მოთხოვნის მიუხედავად.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, ნავთობის ფასი, კორელაციის კოეფიციენტი, კვადრატული რეგრესიული განტოლება, სტატისტიკური მოდელი.

JEL Codes: C10, C40, H12

ლიტერატურა:

  • World Development Indicators. The World Bank. https://databank.worldbank.org/source/world-development-indicators. Accessed on May 4, 2020.
  • Jordà Ò., Singh S.R., Taylor A.M. (2020). Longer-run Economic Consequences of Pandemics. Working Paper 2020-09. San Francisco: Federal Reserve Bank of San Francisco, 17 pp.
  • Mekvabishvili E., Atanelishvili T. (2017). Personal Remittances in Post-Soviet Countries (comparative analysis). Bull. Georg. Natl. Acad. Sci., Vol. 11, No 3, pp. 157-163.
  • Papava V., Silagadze, A. (2019). How the Term the Gross Domestic Product Should be Translated into Georgian. Journal “Globalization & Business”, Vol. 7, pp. 203-204.
  • Papava V., Charaia V. (2020). The Coronomic Crisis and Some Challenges for the Georgian Economy. GFSIS, Expert Opinion, No. 136. https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/136-expert-opinion-eng.pdf. Accessed on May 4, 2020.
  • Silagadze A., Atanelishvili T., Silagadze N. (2019). Economic Doctrines. The Origins. New York: Nova Science Publshers Inc., 58 pp.
  • Zubiashvili T. (2017) Aspects of Post-Soviet Economy Against the Background of the Associate Agreement with the European Union. Ecoforum, Vol. 6, Issue 1 (10).
  • Tvalchrelidze A.G.,  Kervalishvili P.J. (2019). Economic Security of the Southern Caucasus: Opportunities and Shallenges. Nanotechnology Perceptions, Vol. 15, pp. 21-47.
  • C.T. Albulescu, C.T. (2020). Coronavirus and oil price crash. ResearchGate, March, pp. 1-13.
  • McCormick M., Raval A., H. Foy, Rocco M. (2020). Oil Prices Take a New Dive as Coronavirus Wipes out Demand .The Financial Times, April 21.
  • Happonen J. (2009). A Review of Factors Determining Crude Oil Prices. Helsinki: Helsinki School of Economics, 84 p.
  • Newell R. (2011). Energy and Financial Markets Overview: Crude Oil Price Formation. Washington DC: U.S. Energy Information Administration, 39 p.
  • Tvalchrelidze A.G.(2011). Economics of Commodities and Commodity Markets. New York: Nova Science Publisher, Inc., 908 p.
  • WFE IOMA 2018 Derivatives Report (2019). London: World Federation of Exchanges, 53 p.
  • CoVid-19 Coronavirus Pandemic. https://www.worldometers.info/coronavirus/. Accessed on May 9, 2020.
  • Weekly Brent, OPEC Basket, and WTI Crude Oil rices from December 30, 2019 to May 4, 2020 (in U.S. dollars per barrel). https://www.statista.com/statistics/326017/weekly-crude-oil-prices/. Accessed on May 9, 2020.
  • Table of Critical Values for Pearson’s r. https://www.radford.edu/~jaspelme/statsbook/Chapter%20files/Table_of_Critical_Values_for_r.pdf. Accessed on May 9, 2020.
  • Tvalchrelidze A., A. Silagadze A. (2013). Macroeconomic Model for Oil-Exporting Countries. Central Asia and the Caucasus, Vol. 14, Issue 4, pp. 118-144.
  • Levine D.M., Berenson M.L., Krehbiel T.C., Stephan D.F. (2010). Statistics for Managers Using Microsoft Excel. 6th Edition. London: Pearson PLC, 840 pp.